აჭარაში კორონავირუსი კიდევ 128 ადამიანს დაუდასტურდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ბოლო ინფორმაციით, აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 128 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 329 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 3. დღემდე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 62 925-ს შეადგენს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 34-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვიაზე) 20 ადამიანი. რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 600 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 351, ხოლო ონლაინკლინიკაში – 1976 პირი.
17 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 59 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 2 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გუშინ საქართველოში 31 532 ტესტი ჩატარდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.47%, ბოლო 14 დღის – 7.31%, ხოლო 7 დღის – 7.20%.
დღეს ქვეყანაში დადასტურებული ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარაში – 128, იმერეთში – 321, ქვემო ქართლში – 135, შიდა ქართლში – 104, გურიაში – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 192, კახეთში – 263, მცხეთა-მთიანეთში – 60, სამცხე-ჯავახეთში – 38, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევის რიცხვია 26 484, საიდანაც 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 233, იმერეთში – 1 059. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში – 507, იმერეთში – 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 352 პირი, მათგან თბილისში – 209, იმერეთში – 29.
1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 – თბილისში. 19 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 51. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან 16 სექტემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 25 149 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.