აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში ახალი კორონავირუსი კიდევ 68 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა – 208 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 1. დღემდე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 63 663-ს შეადგენს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 29 პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვიაზე) 17 ადამიანი. რეგიონის კლინიკებში მკურნალობს – 570 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -304, ონლაინკლინიკაში კი 1406 პირი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 3534. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 7 720-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 655 040 პირი აიცრა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,91 პროცენტს შეადგენს. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,29 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 7,14 პროცენტი.
გუშინ საქართველოში 12 503 ტესტი ჩატარდა. მათ შორის 6 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 591 – პისიარ ტესტით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარაში – 68, იმერეთში – 102, ქვემო ქართლში – 40, შიდა ქართლში – 20, გურიაში – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 71, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 23 795, საიდანაც 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.