ბათუმში ე.წ. იაფი სახლის ბინა 40 ოჯახს გადაეცა
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93 –
საცხოვრებელი ბინები ლოტოტრონის წესით განაწილდა.
პროგრამა გათვლილია მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებზე, ვისაც ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის შესაძლებლობა აქვთ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, წლის ბოლომდე ბინას კიდევ 40 ოჯახი მიიღებს და ასევე, იგეგმება ბინის შესაძენად ეკომიგრანტებისთვის სახელმწიფო დახმარების 30 000 ლარამდე გაზრდა.
”განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აქ ბათუმის მერიის ჩართულობა. ძალიან მოკლე დროში განახორციელეს ეს პროექტი. როგორც მიმდინარე წელს, ასევე მომდევნო წელსაც ვგეგმავთ, გავაძლიეროთ ჩვენი სოციალური პოლიტიკა. იგეგმება 4 ახალი კორპუსის მშენებლობა ”იაფი სახლის” პროგრამის ფარგლებში და 80 ოჯახს გადაეცემა ბინა. ასევე, ”შანხაის დასახლებაში“, რომელიც წლების განმავლობაში დიდი პრობლემა იყო, წელს დაიწყება მშენებლობა, რათა დაკმაყოფილდეს 150 ოჯახი. ასევ,ე მოხდება ურეხის თავშესაფრის რეაბილიტაცია. დასკვნით ეტაპზეა ,,ოცნების ქალაქის” მშენებლობა, მალე გაფორმდება კონტრაქტი მეორე ეტაპთან დაკავშირებით და ყველა ის ოჯახი, რომელსაც აქვს საცხოვრებელი სახლის პრობლემა, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.