ჭადრაკის დედოფლების სახელობითი ტურნირები
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
სალომე მელიამ მესამე ადგილი დაისაკუთრა
წელს სახელოვანი ქართველი მოჭადრაკე ქალების – ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის საიუბილეო წელია – ნონას 80 წელი შეუსრულდა, მაიას – 60. სწორედ ამ თარიღებს მიეძღვნა თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართული ტურნირები.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ვაჟთა და ქალთა ტურნირებში 15-15 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 8 ტურად, გაიმართა. აჭარიდან მასში ნოდარ ლორთქიფანიძე, მირანდა მიქაძე და სალომე მელია მონაწილეობდნენ.
ვაჟებში პირველი სამი ადგილი ასე გადანაწილდა: ზურაბ სტურუა, გიგა ყუფარაძე, ნიკოლოზ მანაგაძე. ქალთა შორის პირველ ადგილზე ნანა ძაგნიძე გავიდა, მეორეზე – მერი არაბიძე, მესამეზე – ბელა ხოტენაშვილი. ამ ტურნირში სალომე მელიამ მეოთხე ადგილი დაისაკუთრა.
ორი ტურნირის ქულათა ჯამით ვაჟთა შორის პირველ ხუთი ადგილზე გავიდნენ: გიგა ყუფარაძე, ნიკოლოზ მანაგაძე, თორნიკე სანიკიძე, დავით ჯოჯუა და ზურაბ სტურუა. რაც შეეხება ქალებს, ამავე ტურნირების ქულათა ჯამით პირველი ხუთი ადგილი ასე გადანაწილდა: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, მერი არაბიძე, ინგა ხურცილავა.
აღსანიშნავია, რომ წელს საერთაშორისო დიდოსტატმა, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, 2018 წლიდან მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციის (ფიდე) შშმ პირთა საერთაშორისო კომისიის წევრმა სალომე მელიამ საქართველოს წარმატებულ ადამიანებს შორის რეგიონში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის „პერსონა-2021“ -ის ტიტული დაიმსახურა.

