ამბები
ბაღებში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო
ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –
ბათუმის მერიამ მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები პროდუქტების მიღებას უშუალოდ ბაღებიდან შეძლებენ, რისთვისაც უნდა წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროდუქტების მისაღებად საბავშვო ბაღში უნდა გამოცხადდეს მშობელი (დედა, მამა) ან მეურვე.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება მოუწოდებს მშობლებს, დაიცვან ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დადგენილი უსაფრთხოების წესები.
პროდუქტის გაცემა დღეიდან სამი დღის განმავლობაში 12:00-დან 17:00 საათამდე გაგრძელდება.
სულ ნანახია
401
დღეს ნანახია
1