აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსი კიდევ 96 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა – 118 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 3. დღემდე გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 65 103-ს შეადგენს. რეგიონის კლინიკები დატოვა 30-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვიაზე) 9 ადამიანი, კლინიკებში მკურნალობს – 397, კოვიდ სასტუმროში -204, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 829 ადამიანი.
29 სექტემბრის მონაცემებით, სულ საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 914 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 33. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 522 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 251, პისიარ ტესტით – 14 271. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,93%, ბოლო 14 დღის – 6,16%, ბოლო შვიდი დღის – 5,82%. ჯამში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 611 269 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 582 805 გამოჯანმრთელდა, 8 917 კი გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 774 769 აცრა, დღიურად აცრილია 12 469.
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 1 929 დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 659, აჭარაში – 96, იმერეთში – 363, ქვემო ქართლში – 147, შიდა ქართლში – 90, გურიაში – 56, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 155, კახეთში – 286, მცხეთა-მთიანეთში – 37, სამცხე-ჯავახეთში – 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7. კარანტინის რეჟიმშია – 45, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 278 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 726 პირი.