ხელვაჩაურის ამ მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა
ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ამ მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ორ საკითხის შესახებ იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა შიდა აუდიტის დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ მიშა ბოლქვაძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს. განცხადებით საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა თავად მიმართა. მიშა ბოლქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში (მომდევნო ნომრით) ედნარ რიჟვაძით ჩაანაცვლეს.
სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ესწრებოდა.
-ეს ოთხი წელი ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რადგან განხორციელდა უამრავი პროექტი და პროგრმა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული მათგანი მორგებული იყო მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, – გვითხრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია დიასამიძემ.