თორნიკე რიჟვაძე: ბათუმი 2023 წელს ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards-ს უმასპინძლებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის მორიგი სხდომა პოზიტიური ინფორმაციით დაიწყო. მისი თქმით, ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული -ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების ევროპის გალა ცერემონიას აჭარა 2023 წელს უმასპინძლებს:
„დღევანდელი მთავრობის სხდომა მინდა სასიამოვნო სიახლით დავიწყო. გუშინ იქნა მიღწეული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 2023 წელს, ჩვენი რეგიონი, აჭარა და კერძოდ, ბათუმი მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულ, ტურიზმის ოსკარის გალა ღონისძიებას -ს უმასპინძლებს. ჩვენ ამ ღონისძიებით, კიდევ უფრო მეტად დავაჩქარებთ როგორც ეკონომიკის, ასევე ტურიზმის აღდგენის პროცესს“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურსააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან.
2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც -ის მასპინძელი ქალაქის წარმოჩენა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში განხორციელდება.
– ის ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარნტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული.
2019- 2020 წელს ბათუმმა -ის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ, 2023 წელს კი ტურიზმის მთავარი მოთამაშეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე ჩვენს ქალაქში
– ის ევროპის გალა ცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება.
„»-ის დაჯილდოება 1993 წლიდან ტარდება. მასზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი, კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

