აჭარაში კორონავირუსის 85 შემთხვევა დადასტურდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსი კიდევ 85 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი. რეგიონში დღემდე გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 65 213-ს შეადგენს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 17-მა პაციენტმა, კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვაზე) – 17, რეგიონის კლინიკებში მკურნალობს – 398, კოვიდ სასტუმროში -194, ხოლო ონლაინკლინიკაში – 847.
ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 1743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 2266 . დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.84%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 6.04%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 5.65%. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 047 კვლევა, მათ შორის 20 685 კვლევა – ანტიგენის ტესტით და 15 362 – პისიარ ტესტით.
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 1 743 დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 571, აჭარაში – 85, იმერეთში – 315, ქვემო ქართლში – 94, შიდა ქართლში – 79, გურიაში – 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 189, კახეთში – 262, მცხეთა-მთიანეთში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 35, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 18 969. გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 347 კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.