საქართველოში კორონავირუსის 1751 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 121 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსი კიდევ 121 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა – 141 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 2. დღემდე გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 65 354-ს შეადგენს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის კლინიკები დატოვა 35-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვაზე) 10 ადამიანი. რეგიონის კლინიკებში მკურნალობს – 366 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -176, ხოლო ონლაინკლინიკაში – 828.
საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 633 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 657 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 199, პისიარტესტით – 14 458. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის – 5,8%, ბოლო 7 დღის – 5,22%. ჯამში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 614 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 586 704 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 976 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 799 446 აცრა, დღიურად აცრილია 12 562. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარაში – 121, იმერეთში – 311, ქვემო ქართლში – 97, შიდა ქართლში – 93, გურიაში – 33, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 183, კახეთში – 269, მცხეთა-მთიანეთში – 39, სამცხე-ჯავახეთში – 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 19 057, საიდანაც 4 169 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 1 493, იმერეთში – 897. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი, მათ შორის, თბილისში – 368, იმერეთში – 289. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი, მათგან თბილისში – 144, იმერეთში – 26 პაციენტი.
768 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 401 – თბილისში. 14 120 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 25 192 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 170 ადამიანი.

