აჭარაში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
4 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 73 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 7. ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 16-მა მოქალაქემ. ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზეა 8 პაციენტი. რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში მკურნალობას გადის 365 ადამიანი, კოვიდსასტუმროში – 165, ხოლო ონლაინკლინიკაში – 807 პირი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 066 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 770 კვლევა – ანტიგენის ტესტით და 6 296 – პისიარტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 618 620-ს. 4 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.40%, ბოლო 14 დღის – 5.42% ხოლო შვიდი დღის – 4.94%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 591 668-მდე. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 068 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 264, აჭარაში – 73, იმერეთში – 143, ქვემო ქართლში – 65, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 22, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 65, კახეთში – 154, მცხეთა-მთიანეთში – 15, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 17 858, საიდანაც 4 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 1 474, იმერეთში – 878. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი, მათ შორის თბილისში – 358, იმერეთში – 271. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში – 147, იმერეთში – 25 ადამიანი. 601 პირი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 298 – თბილისში. 13 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 31. 2020 წლის 6 ოქტომბრიდან 3 ოქტომბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 197 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 328 ადამიანი.

