ძლიერი წვიმა და დატბორილი ქუჩები – ბათუმში
ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –
ბათუმის რიგი ქუჩები კვლავაც დაიტბორა. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა აღმაშენებლის, თავდადებულის, ბაგრატიონის, შავშეთის ქუჩებზე და ე.წ ჭაობის დასახლებაში.
-უხვი ნალექის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, ზოგან კი მეწყრული პროცესები განვითარდა. აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ცხელ ხაზზე 7 შეტყობინება შევიდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.
წვიმის გამო აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსების სამარშრუტო სქემაც შეიცვალა.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩის დატბორვის შედეგად, კერძოდ, ბაგრატიონისა და აბუსერიძის ქუჩების მონაკვეთში, მუნიციპალური ავტობუსები ვერ მოძრაობენ, რის შედეგადაც №1, №1ა, №4, №7, №7ა სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება შეიცვალა და ამ მომენტისთვის ასე გამოიყურება:
№ 1– აღმაშენებლის ქ, ბაგრატიონის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ვოქსი, კობალაძის ქ.;
№1ა – კობალაძის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ბავშვთა საავადმყოფო, აეროპორტის გზატკეცილი, ბაგრატიონის ქ, აღმაშენებლის ქ.;
№4 – აღმაშენებლის ქ, ბაგრატიონის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ვოქსი, კობალაძის ქ.;
უკუმიმართულება: კობალაძის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ბავშვთა საავადმყოფო, აეროპორტის გზატკეცილი, ბაგრატიონის ქ, აღმაშენებლის ქ.;
№7 – აღმაშენებლის ქ, ბაგრატიონის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, აბუსერიძის ქ.;
№7ა – აბუსერიძის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ბავშვთა საავადმყოფო, აეროპორტის გზატკეცილი, აღმაშენებლის ქ.