კვირა, აპრილი 2, 2023
სიახლე:
  • ,,ეს ის წუთებია, როცა სული მზით ივსება”
  • ფარად და მახვილად დაუდგა ,,აჭარას”
  • ბოლომდე ერთგული დარჩა იმ ეროვნული სულისკვეთებისა, რომლის აღორძინებასაც ზვიად გამსახურდია შეეწირა
  • სამშობლოსათვის თავდადებული პრეზიდენტი
  • ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის წარმომადგენლობითი დელეგაცია – აჭარაში
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

მეწყერმა სოფელ წაბლანაში რამდენიმე ოჯახს საფრთხე შეუქმნა

ოქტომბერი 7, 2021ოქტომბერი 7, 2021

ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის ცენტრთან ახლოს მეწყრული პროცესები გააქტიურდა. კოკისპირული წვიმების შედეგად ასეულობით კუბური მეტრი მიწის ქანი ფერდობს მოწყდა. საფრთხე შეექმნა ნოდარ დავითაძის, როლანდ, რომან, ბეგლარ შაინიძეების საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებს, ასევე, ზებურ, ზურაბ, რამინ, გივი, ნოდარ, ემზარ შაინიძეების საცხოვრებელ სახლებს და წაბლანის საჯარო სკოლის შენობას.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და დაზარალებულ ოჯახებს თანადგომას შეჰპირდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი ვახტანგ ბერიძე.

– სოფელ წაბლანის მკვიდრი ვარ. მეწყრულმა პროცესებმა განვითარება რომ დაიწყო, მთელი სოფელი ფეხზე დადგა. წაბლანელებს 1989 წლის აპრილი არ გვავიწყდება. ყველამ თადარიგი დავიჭირეთ დაზარალებული ოჯახების საიმედო ტერიტორიაზე გასახიზნად. გვიან ღამემდე სტიქიის ზონაში იყვნენ ხულოს სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი ლევან დეკანაძე, მაშველები. ყველა ადამიანი, პირუტყვი და ფრინველი დაცულ ტერიტორიაზეა გადაყვანილი, ველოდებით ამინდის გამოსვლას, რომ შენობა-ნაგებობანი დავშალოთ, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მთიული შაინიძემ.

შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსი მამუკა ფუტკარაძე. გეოლოგები სტიქიის ზონაში რჩებიან.

32 წლის წინათ სხალთის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სულ ნანახია
სულ ნანახია
209
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ლია ფუტკარაძე: მჯერა, ნაბიჯ-ნაბიჯ შეძლებს „საორსა“ ბევრი სასიკეთო ცვლილების დანერგვას
  • ციტრუსის ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"