კვირა, აპრილი 2, 2023
სიახლე:
  • ,,ეს ის წუთებია, როცა სული მზით ივსება”
  • ფარად და მახვილად დაუდგა ,,აჭარას”
  • ბოლომდე ერთგული დარჩა იმ ეროვნული სულისკვეთებისა, რომლის აღორძინებასაც ზვიად გამსახურდია შეეწირა
  • სამშობლოსათვის თავდადებული პრეზიდენტი
  • ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის წარმომადგენლობითი დელეგაცია – აჭარაში
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ოქტომბერი 9, 2021ოქტომბერი 9, 2021

ირმა ცეცხლაძე 27 48 93 –

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს:

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება”.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების რიცხვი დაზუსტებით ჯერაც არაა ცნობილი, სახელდება სხვადასხვა ციფრი (10-12-16-20). მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა. უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან აქამდე მეხანძრე-მაშველებმა ორი ცოცხალი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყავნეს. ერთ-ერთი მათგანი, 35 წლის ინგა მეკეიძე, ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად (მას ღამის განმავლობაში ოთხჯერ გაუჩერდა გული), ამ დილით, 10 საათზე გარდაიცვალა, რაც შეეხება 37 წლის ზვიად თავდგირიძეს, იგი მთელი დღის განმავლობაში (11 საათი) კონტაქტზე გამოდიოდა მაშველებთან. როგორც მისი ოჯახის წევრები გვატყობინებენ, ბოლო სართულიდან ჩამოვარდნის შემდეგ იგი ნანგრევებში ორ კარადას შორის დარჩენილ სივრცეში მოჰყვა და ამან გადაარჩინა. ახლობლებისვე თქმით, მას სხვა დაზიანებებთან ერთად, ტვინში სისხლის გაჟონვა განუვითარდა, მაგრამ ამჟამად ვითარება სტაბილურია. რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­ ჯე­მალ გე­ლაშ­ვილ­ის გან­მარ­ტე­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე იყო, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცია ამ ეტა­პის­თვის კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა:

“პა­ცი­ენტს გუ­შინ ჩა­უ­ტარ­და მთე­ლი რიგი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბი. სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა აქვს, ხან­გრძლი­ვი ზე­წო­ლის სინ­დრო­მი, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი შოკი – ეს არის წი­ნას­წა­რი დი­აგ­ნო­ზი. პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. და­გეგ­მი­ლია მთე­ლი რიგი კვლე­ვე­ბი, მკურ­ნა­ლო­ბა. იგი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბა.

კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არ გარ­თუ­ლე­ბუ­ლა, შეყ­ვა­ნი­დან გა­და­ვიყ­ვა­ნეთ მარ­თვით სუნ­ქთ­ვა­ზე. და­ვი­წყეთ მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­სა­ბა­მი­სად, პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბის გუნ­დის მიერ იმარ­თე­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, თუმ­ცა ამ ეტა­პის­თვის კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი. მას აღე­ნიშ­ნე­ბა მო­ტე­ხი­ლო­ბა, მარ­ჯვე­ნა ზედა კი­დუ­რის და­ჟე­ჟი­ლო­ბა და მთელ სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ექ­სკო­რა­ცია. კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას იყო კონ­ტაქ­ტუ­რი, თუმ­ცა იყო ადი­ნა­მი­უ­რი, გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო ძლი­ე­რი სა­ერ­თო სი­სუს­ტე. ამ ეტა­პის­თვის ის იმ­ყო­ფე­ბა დამ­ცვე­ლო­ბი­თი სამ­კურ­ნა­ლო ნარ­კო­ზის ქვეშ, ამი­ტომ ის კონ­ტაქ­ტუ­რი არ არის“.

ნანგრევებში ნაპოვნია ხუთი ცხედარიც, რომელთაგან ორი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.

ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული 3 ადამიანიდან ერთი იმ ბინის მეპატრონეა, რომლის დაკვეთით წარმოებული სარემონტო სამუშაოები კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზი გახდა. მასთან ერთად დაკავებულია 2 მუშა. ბათუმის მერიის თანამშრომლების დაკითხვა ჯერ არ უწარმოებიათ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ: “თითოეულ აგურსა და “სინკარზე” მუშაობენ მაშველები, რათა თუ არსებობს იქ ჩამარხულთა შორის ცოცხლად დარჩენილი, გადავარჩინოთ. ხელით მუშაობენ, ფიზიკურად. ამ 3 ადამიანს რომ ვიპოვით, შესაძლოა, გახშირდეს მუშაობის რიტმი. ჩვენი ვარაუდით, გამოძიებით რასაც ვუყურებთ, ნგრევა პირველ სართულზე საყრდენი კედლის გამოღებამ გამოიწვია, დაზუსტებით ვერ გეტყვით”.

საჯარო რეესტრის მონაცემებთან და სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით მინისტრმა თქვა, რომ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა “გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს”.

“მიშენებები, სამწუხაროდ, 90-იანი წლების პრობლემაა როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. არ ვიცი, მაგას რა უნდა უყოს ხელისუფლებამ. ეს დიდი პრობლემაა არა მარტო ბათუმში, არამედ მთელ ქვეყანაში, საბჭოთა კავშირი რაც დაინგრა, დღემდე არსებულ ყველა ხელისუფლებას უნდა მიეხედა. დაშენებებს არ ვუსვამდი ხაზს, არც ვახსენებდი არც მე, არც თორნიკე რიჟვაძე. ეს არ დაშენებულა არც 5 წლის, არც 6 წლის წინ, ეს დაშენდა 15 წლის წინ ზუსტად ამ კორპუსზე, რაც ჩამოინგრა. ამოიღეთ ნებართვები, როდის არის გაცემული. ნებართვა გაცემულია დაშენებაზე”,- აღნიშნა შს მინისტრმა.

გომელაურმა ასევე თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული საფრთხის შესახებ სათანადო ორგანოებში შესული ადგილობრივების შეტყობინებები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის თქმით, 26 მაისის ქუჩაზე სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ მიმდებარე კორპუსებს გეოლოგები და კონსტრუქტორები შეამოწმებენ.

ჟურნალისტის კითხვის – დაიწყებს თუ არა ბათუმის მერია ტრაგედიის შემდეგ იმ კორპუსების შემოწმებას, სადაც მსგავსი მშენებლობები მიმდინარეობს, პასუხად რიჟვაძემ თქვა, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

ზემოთ ხსენებული ინგა მეკეიძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნეს მისი 2 შვი­ლის ცხედარი -1 და 9 წლის ბავ­შვე­ბი, ასევე, მათი ბი­ძაც, რო­მე­ლიც ინგა მე­კე­ი­ძის ახ­ლობ­ლის თქმით, უცხო­ე­თი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო და ძმის ოჯახ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და:

„ჩემი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან. ბოლო სამი წელი ერ­თად ვის­ვე­ნებ­დით ბახ­მა­რო­ში. სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხი იყო. მშვი­დი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე. მაზ­ლი ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო უცხო­ე­თი­დან და სტუმ­რად იყო მათ­თან. მაშ­ვე­ლებს ბიძა ბავ­შვთან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ამო­უყ­ვა­ნი­ათ. ოჯა­ხი­დან გაა­დარ­ჩა ინ­გას მე­უღ­ლე და ერთი 5 წლამ­დე ბავ­შვი. მა­მას ბაღ­ში ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი და ამან გა­და­არ­ჩი­ნათ”.

მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუმ­ში ჩა­მონ­გრე­უ­ლი სა­დარ­ბა­ზოს მარ­ჯვნივ მდგო­მი შე­ნო­ბაც ავა­რი­უ­ლია. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის შეყ­ვა­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია და მისი დე­მონ­ტა­ჟი უნდა მოხ­დეს:

„ერთი კად­რიდან ჩან­და, რომ ხელ­მარ­ჯვნივ შე­ნო­ბას, სპე­ცი­ა­ლის­ტი ამას და­აკ­ვირ­დე­ბო­და, ამო­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და გვერ­დი­თი კედ­ლე­ბი – მო­მიჯ­ნა­ვე დან­გრე­ულ სახ­ლთან. რა მიზ­ნით იცით? ყვე­ლა შე­ნო­ბა­ში არის ე.წ. ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­კე­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 30-40 სმ სის­ქის არის ხოლ­მე. ამ ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­კე­რის მი­ერ­თე­ბის მიზ­ნით გვერ­დი­თა კედ­ლე­ბი ამო­ღე­ბუ­ლია და იყო ბე­ტო­ნი დას­ხმუ­ლი. ეს სახ­ლიც ავა­რი­უ­ლია, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ. მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მო­იყ­ვა­ნეს და იქ არ შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის შეყ­ვა­ნა, უნდა მოხ­დეს იმ სახ­ლის დე­მონ­ტა­ჟი“.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სამაშველო სამუშაოების საწარმოებლად, აჭა­რის მე­ზო­ბე­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან და­მა­ტე­ბი­თი ცო­ცხა­ლი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­და. რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მაშ­ვე­ლის მუშაობა, მონაცვლეობით, შეუჩერებლივ, ამ წუ­თებ­შიც გრძელდება. ამ დრო­ის­თვის დანამდვილებით არავინ იცის, კი­დევ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ნან­გრე­ვე­ბში.

სულ ნანახია
სულ ნანახია
278
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← „სააკაშვილს ჩემი მოკვლა რომ სდომოდა, მანამდე მომკლავდა – 2004-2012 წლებში“
  • აჭარაში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"