კვირა, აპრილი 2, 2023
სიახლე:
  • ,,ეს ის წუთებია, როცა სული მზით ივსება”
  • ფარად და მახვილად დაუდგა ,,აჭარას”
  • ბოლომდე ერთგული დარჩა იმ ეროვნული სულისკვეთებისა, რომლის აღორძინებასაც ზვიად გამსახურდია შეეწირა
  • სამშობლოსათვის თავდადებული პრეზიდენტი
  • ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის წარმომადგენლობითი დელეგაცია – აჭარაში
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

პატრიარქი: დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია

ოქტომბერი 10, 2021ოქტომბერი 10, 2021
ირმა ცეცხლაძე 27 48 94 –
სამების ტაძარში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. საღვთო ლიტურგია და პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.
საქართველოს საპატრიარქომ ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილი გაავრცელა.
„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა. გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.
ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.
შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
 ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით,11 ოქტომბრის 00:00 საათიდან,12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
შეგახსენებთ : ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე,
საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია.
რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან ათსაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს, კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არის დადებითი დინამიკაც. როგორც კლინიკაში განმარტეს, ის მართვითი სუნთქვიდან მოიხსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.
ჩამოშლილი სადარბაზოს ნანგრევებში, სავარაუდოდ, აღარავინ იმყოფება და ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები გუშინ შეჩერდა. ამჟამად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
სულ ნანახია
სულ ნანახია
210
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← “ჩვენი კანდიდატი გიორგი კირთაძე მეორე ტურს მოიგებს, გახდება მერი”
  • …რამ გამოიწვია საცხოვრებელი სახლის ნგრევა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს? →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"