პარასკევი, მარტი 24, 2023
სიახლე:
  • ,,რწმენა ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია”
  • მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე სპექტაკლის პრემიერით აღინიშნა
  • ვინ მიიღებს მონაწილეობას 9 აპრილს ,,ენმ” – ის დაანონსებულ აქციაში?
  • სადაც საქმეა, იქ სათქმელიც მეტია
  • ბათუმი წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

არჩილ ჩიქოვანმა ბრალდებებს უპასუხა – არცერთი საათი არ ვყოფილვარ მეგის ქარდავას მოადგილე

ოქტომბერი 21, 2021ოქტომბერი 21, 2021

ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –

„ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს უპასუხა. არჩილ ჩიქოვანმა თავის თანაგუნდელებთან ერთად „ქართული ოცნების” ოფისში საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

– მინდა პასუხი გავცე იმ წარმოუდგენელ ბრალდებებს, ფაბრიკაციებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად ავრცელებს ჩემი მისამართით. „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს არასოდეს ვაკადრებ არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე საუბარს. ამიტომ დღეს გავასაჯაროებ ინფორმაციას, რითაც საბოლოოდ დავხურავთ “ფეიკ ნიუსებს” და კიდევ ერთხელ ვამხელთ ამ ბნელ ძალას. როგორც კი გაჟღერდა მძიმე ბრალდებები ჩემი მისამართით, რომ თითქოს სისხლის სამართლის საქმის არსებობის, მიმდინარეობის, ან ბრალეულობის შესახებ იყო კონკრეტული წარმოება დაწყებული, მივმართე აჭარის პროკურატურას და დღეს მივიღე მათგან პასუხი, რაც მინდა გავასაჯაროო. სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემ მიმართ არ არსებობს, და არ მიმდინარეობდა არასდროს. 2018 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის სამუშაოების შესრულებას და შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტს, ჩემ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და რაიმე სახის ბრალეულობა არ დგინდება.უფრო მეტიც, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია და გამოვლენილია კონკრეტული დამნაშავე პირები, სახელმწიფოს აუნაზღაურდა გამოძიებით დადგენილი ზიანი. ამასთან ერთად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო იმ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს, არჩილ ჩიქოვანი არცერთი დღე, არცერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე, სასაცილოა ამის დაბრალება „ნაციონალური მორაობისგან“, იმ ბნელი ძალისგან, რომლის სახეებიც იყვნენ მსგავსი ტიპის ოდიოზური პირები, რომლებმაც თავის წიაღში გამოზარდეს სისხლის სამართლის დამნაშავეები, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

მან ჟურნალისტებს პროკურატურიდან მიღებული, აღნიშნული განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინა.

სულ ნანახია
სულ ნანახია
230
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ენერგეტიკოსი და გამომგონებელი ბავშვობის გატაცების ერთგულია
  • გიზო თავაძე: ფესტივალმა ,,ზე-კართან” დროს უნდა გაუძლოს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"