კარლ ჰარცელი: იმედს ვიტოვებთ ის ხარვეზები რაც იყო არჩევნების პირველ რაუნდში, მეორეში გამოსწორდება.
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
21 ოქტომბერს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბათუმში იმყოფებოდა, მან 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილას მოწყობილი სამგლოვიარო კუთხე გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების შეკითხვებს ბათუმის პორტში უპასუხა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. კარლ ჰარცელის განცხადებით არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოში ევროპარლამენტის კიდევ ერთი მისია ჩამოვა, რათა ოდირთან ერთად მონაწილეობა მიიღოს არჩევნებზე დაკვირვებაში:
-აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვნახეთ მშვიდი გარემო არჩევნების დღეს. პირველ რაუნდამდე ბევრი კარგი რამ დავინახეთ, რაც შეეხებოდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც 19 აპრიის შეთანხმებას მოჰყვა. ამასთან, ჩვენ დავინახეთ ხარვეზები არჩევნების პირველი ტურის დროს, საუბარია დაშინებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ასევე პოლიტიკოსებზე ზეწოლის განხორციელებაზე. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჩვენი მტკიცე გზავნილია, რომ აღნიშნული პრობლემები გამოსწორდეს მეორე ტურამდე და იმედს ვიტოვებთ ეს ასეც იქნება- განაცხადა ჰარცელმა.
ელჩმა ასევე უპასუხა შეკითხვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. კარლ ჰარცელის განცხადებით აღნიშნული საკითხი უნდა განიხილოს გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, უნდა იყოს დაცული პატმართა უფლებები და პატიმრობის პირობები, რაც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტეს.
რაც შეეხევა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას- „ვერც ფოტიგას ჭკუით ივლის და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“ ჰარცელის თქმით, პრემიერის აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს:
-როგორც ყოველთვის, ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ ინდივიდუალურ წერილებთან დაკავშირებით ისევე, როგორც კომენტარებს კომენტარების შესახებ. ის ევროპარლამენტარები, ვინც განცხადება გაავრცელეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევრკავშირის საგარეო პოლიტიკაში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

