შაბათი, მაისი 24, 2025
სიახლე:
  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ზურაბ ჯაფარიძეს მხნეობას უსურვებს
  • სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე: სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით
  • ლევან სანიკიძე: ვინც გირაოს იხდის არ ვამტყუნებ, მაგრამ ვინც გირაოს არ იხდის, ვუფასებ გაბედულ ნაბიჯს
  • წელს – მესამედ
  • პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მთა

გომარდულში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

თებერვალი 4, 2022თებერვალი 4, 2022

ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –

ბარათაული და გომარდული მოსაზღვრე სოფლებია. გომარდულის თეთრ ტრასებზე სათხილამურო სპორტს ეზიარა 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, ბარათაულელი ამირან მამალაძე. 18-წლიანი „შესვენების“ შემდეგ თხილამურებით სრიალში აჭარის ჩემპიონატი რომ განახლდა, ერთ პირველობას სამთო-სათხილამურო კურორტმა გომარდულმა სლალომში უმასპინძლა. სწრაფდაშვებაში მედალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ამირან მამალაძემაც დაისაკუთრა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სტუდენტის, შემდგომ ქართული არმიის ჯარისკაცის ცხოვრებაში უკანასკნელი სპორტული ასპარეზობა აღმოჩნდებოდა.

სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, შუახევის სასპორტო სკოლის დირექციის ინიციატივით, გომარდულის სათხილამურო ტრასებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის ტურნირს სლალომში წელსაც უმასპინძლა. ტურნირში ბარათაულის, გომარდულის, ოლადაურისა და მაწყვალთის სათხილამურო სპორტის ჯგუფები მონაწილეობდნენ.

პაექრობაში 30-ზე მეტი ვაჟი და გოგონა მონაწილეობდა. ვაჟთა შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს რომან ჯაყელმა, ლაშა ქარცივაძემ, ზაზა ტარიელაძემ, გოგონათა შორის – მარი ჭაღალიძემ, ანანო ჯაყელმა, მაგდა ქათამაძემ. გამარჯვებული სპორტსმენებით შუახევის რაიონის ნაკრები დაკომპლექტდა. ისინი აჭარისა და საქართველოს პირველობებზე მოსამზადებელ შეკრებას სვანეთში გაივლიან.

წარმატებულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები, მედლები, თასები და სიგელები გადასცეს შეჯიბრების ორგანიზატორებმა და ამირან მამალაძის მამა გურამ მამალაძემ.

-აგვისტოს ომში დაღუპული ბარათაულელი ამირან მამალაძისა და ბუთურაულელი იაგო მიქელაძის უკვდავსაყოფად გამართულმა ტურნირმა ცხადყო, რომ საზოგადოება გმირებს არ ივიწყებს. მისასალმებელია, რომ ტურნირი სისტემატურად იმართება, – გვითხრა სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველმა, თადარიგის გენერალმა ვლადიმერ იმნაძემ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
505
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← “ხორუმი” – ცხმორისელთა სავიზიტო ბარათი
  • რამაზ ჯინჭარაძე – “ქართული ოცნების” კანდიდატი ბათუმის საკრებულოში →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"