პარასკევი, მაისი 23, 2025
სიახლე:
  • ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ
  • პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია
  • მთებში მისასვლელი გზები თოვლისგან იწმინდება
  • საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა
  • ეუბნებოდნენ, რომ ვერაფერს გააკეთებდა, მან კი ბრენდი შექმნა
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

რამაზ ჯინჭარაძე – “ქართული ოცნების” კანდიდატი ბათუმის საკრებულოში

თებერვალი 4, 2022თებერვალი 4, 2022

„ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე წარადგინა.

პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ წარდგინებაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბათუმის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული „საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის“.

მმართველ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა რამაზ ჯინჭარაძემ და აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ბათუმელებს საკრებულოში ეყოლებათ ადამიანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს მათზე.

ბათუმის საკრებულოში ერთი ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც 2021 წლის ნოემბერში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. როგორც ამ პარტიაში აცხადებენ, ფუტკარაძე გარდაცვალებამდე ხელისუფლების ზეწოლის მსხვერპლი გახდა.

ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ერთ-ერთ კანდიდატად გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი – მათე ფუტკარაძე განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

„ეს იქნება ღირსების არჩევნები და ამიტომ ღირსეული კანდიდატი გვეყოლება”, – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გონიო-კვარიათის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე პოლიტიკურ გუნდს და პარტიის წევრებს წარუდგინა.

– 2 აპრილს, ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება შუალედური არჩევნები. “ქართული ოცნება”კიდევ უფრო მეტად გაამყარებს უმრავლესობას საკრებულოში და უზრუნველყოფს ბათუმის გამართულ ფუნქციონირებას.

დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად წარვადგინეთ ძალიან ღირსეული ადამიანი – ბატონი რამაზ ჯინჭარაძე, რომელსაც აქვს ხალხთან, მოსახლეობასთან ურთიერთობის და საჯარო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება.

რამაზ ჯინჭარაძის სახით ბათუმელებს ეყოლებათ მათი ინტერესების გამტარებელი საკრებულოში, რომელიც თითოეული ბათუმელის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იზრუნებს, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

-არჩევნების დასრულების შემდეგ ქალაქი უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, – უთხრა ჟურნალისტებს ბათუმის საკრებულოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევისთვის და დარწმუნებულია, რომ საკრებულო შეუდგება სრულფასოვან მუშაობას.

ცნობისთვის: ბათუმის, ახალი მოწვევის საკრებულოში დღეისთვის არც ერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობისთვის საჭირო 18 ხმა. ორი აპრილის შუალედური არჩევნები ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოოდ გაირკვევა, რომელ პოლიტიკურ ძალას ექნება უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში.

ელენე საყვარელიძე

სულ ნანახია
სულ ნანახია
549
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← გომარდულში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს
  • პროცესში მერიაც ჩაერთო →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"