ამბები
ჩაოში ტურისტული ობიექტი მოეწყობა
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
ჩაო ისტორიული წარსულით, მდიდარი ეთნოგრაფიით, შესანიშნავი ფლორითა და ფაუნით აჭარის მთიანეთში გამორჩეული სოფელია. ამას ემატება ის პეიზაჟები, რომლებიც ჩაოს ცალკეული უბნებიდან მნახველის თვალწინ იშლება.
ჩაო სოფელ თაგოს ემიჯნება. ხულო-თაგოს ბაგირგზა უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორების სანახაობითი ობიექტი გახდა. ხშირად ეწყობა ტურისტული გასეირნება თაგო-ჩაოს, თაგო-სხალთის ხეობის სოფლების მიმართულებით.
სულ მალე ჩაოში, „კოტიჯვარზე“ ტურისტული ობიექტი მოეწყობა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტი, ხულოს მუნიციპალიტეტი, ნახევარ ჰექტარამდე ტერიტორიას გაამწვანებს, გაკეთდება დროებითი მოსაცდელები, მოეწყობა გარეგანათება, დაიდგმება სკამები.
სულ ნანახია
355
დღეს ნანახია
1