საკრებულოს დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ ,,ქართულო ოცნება“ დატოვა და ,,ხალხის ძალას“ შეუერთდა
ფიქრია დავლაძე 579 25 25 72 –
31 ოქტომბერს გამართულ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და მოძრაობა ,,ხალხის ძალას“ უერთდება. მან მოგვიანებით მედიასთან კომენტარიც გააკეთა.
– დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ქართული ოცნება“, შესაბამისად, ვტოვებ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. აქედან გამომდინარე, მზად ვარ უფრო ღიად და თამამად ვისაუბრო იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დღესდღეობით ქვეყანაში და კონკრეტულად, ჩვენს რეგიონშია,- განაცხადა დეპუტატმა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ინსპირირებულია თბილისში მომხდარი მსგავსი ფაქტებით, როდესაც ფრაქცია დატოვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.
– რახან ქალბატონმა ნინომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, არა მგონია ისეთ ძირითად მუნიციპალურ საკითხებში, როგორიც არის კონკრეტული პროექტების განხორციელება, საბიუჯეტო საკითხები, მას განსაკუთრებული და განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. არც ნინო ცხვარაძეს და არცერთი ჩვენი პარტიის წევრს ჩვენ არ ვუკონტროლებდით, რას იტყოდნენ. რაც ქალბატონმა ნინომ დააფიქსირა, ეს ის პოზიცია იყო, რომელიც თავის დროზე დააფიქსირეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც პარლამენტში დატოვეს ეს ფრაქცია, ანუ როდესაც კონკრეტული ჯგუფი გადის პარტიიდან და შემდეგ ეს ჯგუფი ქმნის საზოგადოებრივ ორგანიზაციას კონკრეტული მიზნებითა და მოსაზრებებით, არიან ადამიანები, რომლებიც ამ იდეას იზიარებენ, ტოვებენ ერთ პარტიას და გადადიან სხვა ორგანიზაციაში. ჩვეულებრივი ამბავია. ასე მოიქცა ქალბატონი ნინოც – განაცხადა, ,,ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ აფხაზავამ.