ამინდი
ტემპერატურამ შესაძლოა +41 გრადუსს მიაღწიოს
ხატია იაშვილი 27 48 94
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს, მათი ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა).
სინოპტიკოსების ვარაუდით ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, +39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +39, +41◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალმთაში +28, +33◦C მდე მოიმატებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
სულ ნანახია
410
დღეს ნანახია
1