ამბები
დაზიანებული სადენები და ბოძები აღადგინეს
ცოტნე გაბაძე 27 48 94 –
ნათელათი, კუნჭულეთი, ქვაბიჯვარი ის იალაღებია, რომელიც მესხეთის ქედის ხულო-ადიგენის საზღვართან მდებარეობს. აქ ზაფხულობით პირუტყვს აგარის, საციხურისა და ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მეცხოველეები აძოვებენ. ამ ტერიტორიებზე დენი რამდენიმე წლის წინ გაიყვანეს. მთის მკაცრმა კლიმატმა ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები დააზიანა. დაზიანებული მონაკვეთების აღდგენით სამუშაოებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ გობაძე ხელმძღვანელობდა.
– ორი დღის ენერგიული მუშაობის შემდეგ, ყველა მთის სახლი განათდა. ელექტრიკოსებთან ერთად, მეცხოველეებიც გვეხმარებოდნენ, – გვითხრა ზაურმა.

სულ ნანახია
290

დღეს ნანახია
1