ამბები
წყლის შემკრები არხები იწმინდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭყვის მასივს აწესრიგებს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები გაიწმინდება, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.
სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

სულ ნანახია
73

დღეს ნანახია
1