ამბები
შოვის ტრაგედიის 21 – ე დღე და 29-ე ცხედარი
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები 21-ე დღეა გრძელდება. ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 29 ადამიანი იმსხვერპლა, დაკარგულია 4 მოქალაქე.
სამძებრო სამუშაოები მდინარეების – რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა ჯგუფის მიერ პერიოდულად მიმდინარეობს მთების და მწვერვალების მონიტორინგი.
სტიქიის დროს დაღუპული 3 მოქალაქე სოფელ ლაგვანთაში დაკრძალეს. შოვში, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა.

სულ ნანახია
89

დღეს ნანახია
3