ამბები
ვითარება შოვში
შოვში, სტიქიის ზონაში 2 დაკარგულის ძებნის პროცესი სტიქიის ეპიცენტრსა და რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში უწყვეტად გრძელდება. სამძებრო არეალმა უკვე გუმათჰესამდე მიაღწია. დაკარგულებს ეძებენ ყველგან, მდინარეების კალაპოტებში, სტიქიის ეპიცენტრსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
მაშველები სპეცტექნიკით და შესაბამისი აღჭურვილობით მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს კურორტ შოვში მომხდარმა სტიქიამ 31 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 29 – იდენტიფიცირებულია.

სულ ნანახია
310

დღეს ნანახია
1