ამბები
საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე საუბარი განახლდა
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
,,საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესია, საკითხზე კვლავ ვმუშაობთ“, -აღნიშნული განცხადება ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, თემაზე საუბარი კოვიდპანდემიამდეც მიმდინარეობდა, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სრულებით შეიცვალა ავიაკომპანიებისა და ავიამიმოსვლის ინდუსტრია. მოუწიათ მოეძებნათ ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა აღნიშნული მიმართულებით რეგულარული ოპერაციების წამოწყებით.
,,ვისაც საქართველოდან აშშ-ში უფრენია, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა რომ ყოფილიყო ჩვენს ქვეყნებს შორის“,- აღნიშნა კელი დეგნანმა

სულ ნანახია
267

დღეს ნანახია
1