უკრაინიდან
უკრაინაში ომის 554-ე დღის ქრონიკა
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
ომის 554 – ე დღეს უკრაინაში სარაკეტო იერიშების საფრთხის გამო კიევსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში – ხარკოვში, მიკოლაევში, ჩერკასიში, კიროვოგრადსა და დნეპროპეტროვსკში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა 1 სარაკეტო, 44 საავიაციო და 70 საარტილერიო იერიში განახორციელეს. ფრონტის ხაზის მიმართულებებზე კი 25-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.
ფრონტის ხაზზე არსებულ მონაცემებს ომის კვლევის ინსტიტუტიც აქვეყნებს და იუწყება, რომ უკრაინის თავდაცვითმა ძალებმა ორი მიმართულებით, ბახმუტსა და ზაპოროჟიეში წინ წაწევა შეძლეს.
![სულ ნანახია](http://gazetiajara.ge/wp-content/plugins/author-and-post-statistic-widgets/assets/img/icon-stat.gif)
სულ ნანახია
236
![დღეს ნანახია](http://gazetiajara.ge/wp-content/plugins/author-and-post-statistic-widgets/assets/img/icon-stat-today.gif)
დღეს ნანახია
1