შაბათი, მაისი 24, 2025
სიახლე:
  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ზურაბ ჯაფარიძეს მხნეობას უსურვებს
  • სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე: სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით
  • ლევან სანიკიძე: ვინც გირაოს იხდის არ ვამტყუნებ, მაგრამ ვინც გირაოს არ იხდის, ვუფასებ გაბედულ ნაბიჯს
  • წელს – მესამედ
  • პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
პოლიტიკა

სტიქია – აჭარასა და გურიაში

სექტემბერი 8, 2023სექტემბერი 8, 2023

წუხელ მოსული უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში პრობლემები შეიქმნა. რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ ქობულეთსა და კოხში სამი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო, რომლებიც უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. დაიტბორა გელაურის დასახლება და სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოსახლეობას წყალი სახლების პირველ სართულებზე შეუვიდა, დააზიანა ავეჯი და ტექნიკა. ძლიერმა წვიმამ მდინარე აჭყვა აადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ცენტრალური ბაზრის ტერიტორია მთლიანად დატბორა. წყალმა მოვაჭრეებს პროდუქცია და სურსათ-სანოვაგე გაუნადგურა. მათი განცხადებით, ზარალი საკმაოდ დიდია. მოსახლეობა ამბობს, რომ მდინარე აჭყვა ყოველწლიურად ტბორავს მათ დასახლებას, თუმცა ასეთი მძლავრი სტიქია არ ახსოვთ.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, სადაც სხვადასხვა სახის შეტყობინებაა შესული.

დილიდან აქტიურად მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებასთან ერთად, აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

„იყო ძლიერი წვიმა, შესაბამისად, რამდენიმე ლოკაციაზე გამოიწვია მეწყერი, სადაც ამ დროისთვის გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, დაითვლება ზარალი, ჩვენ ხალხს დავუდგებით გვერდით და ზიანი იქნება ანაზღაურებული“, – განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ.

ამ ეტაპისთვის ზარალის ოდენობა უცნობია.

უხვი ნალექი მოვიდა გურიის რეგიონშიც. ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. ამ დროისთვის მაშველებმა სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს, დაკარგული 2 პირის საძიებო სამუშაოები გრძელდება.

სულ ნანახია
სულ ნანახია
377
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ქედის ბაგა-ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მთავრდება
  • ბათუმი – საერთაშორისო გამოფენის მასპინძელი →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"