„მდგრადი ქალაქები საქართველოში”
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ახალი პროექტია, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ქალაქების ხელშეწყობას კლიმატზე ორიენტირებული, ინტეგრირებული ურბანული განვითარების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში. პირველი ფაზა 2023-2025 წლებს მოიცავს და მისი ბიუჯეტი 1.8 მილიონ ევროს შეადგენს.
Gგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების-ის წარმომადგენლებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შეხვდა. შეხვედრაზე მდგრადი ქალაქების პროექტი და ურბანული ლაბორატორიის კონცეფცია განიხილეს. მერმა Gგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების-ის წარმომადგენლებთან იმ მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებთანაც შესაძლებელია ურბანული ლაბორატორიის პროექტის დაკავშირება. ასევე განიხილეს პროგრამის „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში Gგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების-ის მხარდაჭერით მომზადებული, ძველ ბათუმში ფეხით გადაადგილების კონცეფციის სატესტო განხორციელების საკითხი.
„მდგრადი ქალაქების“ პროექტში მონაწილეობის მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტმა საკონკურსო განაცხადი მიმდინარე წლის ივნისში წარადგინა. ბათუმის შერჩევის შემდეგ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ურბანული ლაბორატორიის მოწყობა Gგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების-ის სპეციალისტებისა და მერიის წარმომადგენლების ჩართულობით.