29 სექტემბერს ბათუმი ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „ “-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. იგი მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელითაა ცნობილი. ცერემონიაზე, 29 სექტემბერს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურსააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან ბათუმს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც -ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში განხორციელდება.
„მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიის ბათუმში ჩატარება სერიოზული განაცხადია, რომ ვართ სანდო, საინტერესო და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების რეგიონი მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. რა თქმა უნდა, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გავაცნოთ მილიონზე მეტ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ პირს და 190-ზე მეტ ქვეყანას ჩვენი საინვესტიციო-ტურისტული შესაძლებლობები. ამავდროულად, ეს არის ტურიზმის ღირსეული და საამაყო რესტარტი პანდემიის დასრულების შემდეგ,“ – აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი თინათინ ზოიძე.
„»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. მასზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე , საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.
2019-2020 წელს, ბათუმმა -ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ, მოიპოვა. 2023 წელს, ტურიზმის მთავარი მოთამაშეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან კი უკვე ბათუმში
– ის ევროპის გალა ცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება.

