ამბები
ახალი პროგრამა – „სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი“ ამოქმედდა
მარიამ ხითარიშვილი 27 38 93 –
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა პილოტური პროგრამის – „სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი“ განხორციელება დაიწყო. მოსარგებლეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოზარდები არიან, რომლებიც გაწევრიანებულები არიან აჭარაში სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებულ სპორტულ სექციებსა თუ კლუბებში და აქვთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.
სპორტსმენ ბავშვებს გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა უტარდებათ სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით. პროგრამით სარგებლობა წლის განმავლობაში 500-მდე მოზარდს შეეძლება.

სულ ნანახია
199

დღეს ნანახია
1