სომხეთმა ყარაბაღში გაეროს მანდატით სამშვიდობო ძალების გაგზავნა მოითხოვა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ყარაბაღში გაეროს მანდატით სამშვიდობო ძალების გაგზავნა მოითხოვა, როგორც მან გაეროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, აზერბაიჯანი ყარაბაღის წინააღმდეგ ძალას იყენებს. მისივე თქმით, არის ფაქტები, რომლებიც მიუთითებს მასობრივ დანაშაულებზე და აზერბაიჯანის სურვილზე, ეთნიკური წმენდაგანახორციელოს.
არარატ მირზოიანის თქმით, გაეროს უსაფრთხოების საბჭო ვალდებულია, დაგმოს აზერბაიჯანი, უზრუნველყოს დახმარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, აიძულოს ბაქო, გაიყვანოს სამხედრო ძალები მშვიდობიანი სომხური დასახლებებიდან, უზრუნველყოს გადაადგილების თავისუფლება, აღადგინოს გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს სურს მშვიდობის მიღწევა აზერბაიჯანთან.
„სომხეთის პოზიციის თანახმად, აუცილებელია მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარებაზე დაყრდნობით. ეს არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ლიცენზია მასობრივი სისასტიკის ჩასადენად, მათ შორის, მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის მთიან ყარაბაღში. სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული და საერთაშორისოდ გარანტირებული მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

