ამბები
„სწავლა საზღვარგარეთ“
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა, რომლის მიზანი სამინისტროს პროგრამის „სწავლა საზღვარგარეთ“ შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის გაზრდაა.
პროგრამითა და საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მოისმინეს რჩევები უნივერსიტეტის შერჩევის, რეგისტრაციის, დაფინანსების მოძიების, საზღვარგარეთ ცხოვრებისა და სწავლის დეტალების შესახებ.
შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ 2014-2022 წლის კონკურსის გამარჯვებულებისგან მიეღოთ პასუხები საინტერესო კითხვებზე.
„სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში 2014–2023 წლებში დაფინანსება 114-მა სტუდენტმა მოიპოვა.
სულ ნანახია
282
დღეს ნანახია
1