ამბები
არჩილ ჩიქოვანი ბრაზილიის ელჩს საქართველოში ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ბრაზილიის ელჩს საქართველოში, ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე. მათ ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
– შეხვედრა გავმართე ბრაზილიის ელჩთან საქართველოში ოსვალდო ბიატო ჯუნიორთან და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძესთან. ვისაუბრეთ ბათუმზე, როგორც „იუნესკოს“ მუსიკის ქალაქზე და ხელოვნების მიმართულებით არსებულ მიღწევებზე. განვიხილეთ, ასევე, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და ბრაზილიის საპორტო ქალაქებთან დამეგობრების შესაძლებლობები, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
სულ ნანახია
271
დღეს ნანახია
1