აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პარიზის ტურისტულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. მსოფლიოში ერთადერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ათამდე ტურისტული კომპანია ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საფრანგეთის უმსხვილეს ტუროპერატორებთან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით. „პარიზის ტურისტულ გამოფენაზე 3 დღის განმავლობაში საქართველოს სტენდთან მოსულ სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, იხილონ პრეზენტაციები პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ასზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს აღნიშნულ ღონისძიებაში“, – განაცხადა მაია ომიაძემ.-ს ფარგლებში მიმდინარეობს საქმიანი შეხვედრები და პრეზენტაციები საქართველოს სამთო, საზღვაო, გამაჯანსაღებელი კურორტების, სათავგადასავლო, კულტურული, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით. „ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებები იმართება. ვფიქრობ, პირდაპირი ავიარეისები უფრო მეტ სტიმულს მისცემს როგორც ბიზნესმოგზაურებს, ასევე ტურისტებს“, – ამბობს-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი მაკა ცხომელიძე.
„ქართული ტურისტული სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია -ს გამოფენაში მონაწილეობა. ფრანგ მოგზაურებს დიდი ინტერესი აქვთ სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის მიმართ. ჩვენი კომპანია მრავალი წელია ორიენტირებულია ფრანგ ტურისტებზე. ყოველ წელს იზრდება ინტერესი. ვფიქრობ, მეტი ტურისტი ეწვევა საფრანგეთიდან საქართველოს“, – აცხადებს ტურისტული კომპანია „პრომეთეა ვოიაჟერის“ დამფუძნებელი შორენა ნინიაშვილი.
პარიზის ტურისტულ გამოფენას 50 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავს.