ამბები
თორნიკე რიჟვაძისა და ბრაზილიის ელჩის შეხვედრა
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრაზილიის ელჩს საქართველოში ოსვალდო ბიატო ჯუნიორს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა.
თორნიკე რიჟვაძემ მიესალმა ელჩის პირველ ვიზიტს აჭარის რეგიონში და თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრაზე გამოითქვა პარტნიორობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომელსაც ბრაზილიის საელჩო საქართველოში პირველად დაესწრო.

სულ ნანახია
186

დღეს ნანახია
1