ამბები
მეცხოველეები მთას დაემშვიდობნენ
ცოტნე ცაბაძე 27 48 94 –
ოქტომბერი დადგა და ნალექების სიუხვე გასაკვირი აღარაა მთაში. აჭარა-შავშეთის, მესხეთის ქედების მაღალ მწვერვალებს თოვლმაც უწია. მომთაბარე მეცხოველეები უკვე დაემშვიდობნენ პირუტყვის საზაფხულო საძოვრებს და ბარში ბრუნდებიან.
ყველაზე ბოლოს მაჭახლელმა მეცხოველეებმა დატოვეს მესხეთის ქედის კალთები. ეს ფოტო იმ დროსაა გადაღებული, როცა ისინი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ტოვებდნენ.
– მართლაც რომ ბარაქიანი მომთაბარეობა გვქონდა. ამინდებმაც გვაცალა. ახლა პირუტყვი ბარის საძოვრებზე გადაგვყავს, – თქვეს მეცხოველეებმა.
სულ ნანახია
194
დღეს ნანახია
1