პარასკევი, მაისი 23, 2025
სიახლე:
  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ზურაბ ჯაფარიძეს მხნეობას უსურვებს
  • სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე: სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით
  • ლევან სანიკიძე: ვინც გირაოს იხდის არ ვამტყუნებ, მაგრამ ვინც გირაოს არ იხდის, ვუფასებ გაბედულ ნაბიჯს
  • წელს – მესამედ
  • პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ხელოვნება

ბექა ბოლქვაძის სკულპტურული კომპოზიციები მსოფლიომ უნდა ნახოს

ოქტომბერი 9, 2023ოქტომბერი 9, 2023

ნანა აბულაძე 577 20 35 90 –

„ეს სასწაულია, კოსმოსია, ჩვენ მაღალ ხელოვნებასთან გვაქვს საქმე“, „წაიღეთ ეს გამოფენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და კიდევ უფრო შეიყვარებენ ქართულ ხელოვნებას, კულტურას“ , „თითქოს მრავალგანზომილებიან სივრცეში ვმოგზაურობ, წარმოუდგენელი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, მართლა არ ვიცი, რა ვთქვა“ – ასეთი შთბეჭდილებები გამოიწვია მხატვარ ბექა ბოლქვაძის სკულპტურულმა კომპოზიციებმა ადამიანებში, რომლებიც ხელოვნების მუზეუმში გამართულ პერსონალურ გამოფენას დაესწრნენ.

მართლაც, არიან ხელოვანები, რომელთა შემოქმედების ნახვის შემდეგ სიტყვებს ვერ პოულობ ემოციების გადმოსაცემად. უბრალოდ, უყურებ, დუმხარ და ფიქრობ, როგორ შეძლო ხელოვანმა შენამდე ასეთი სიცხადით მოეტანა ადამიანის შინაგანი სამყარო, გრძნობების სიღრმე, რომანტიკული ინტონაციების მრავალფეროვნება და ხვდები, სწორედ ეს არის ნამდვილი ხელოვნება, რომ დაგამუნჯებს და ამავდროულად, მრავალ კითხვას აახმაურებს შენში. ბექა ბოლქვაძის ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი სკულპტურები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე და მასში ჩატეული ვნების, სევდის, სიამოვნებისა თუ მისტიკურობის თავისებურ სინთეზზე მოგვითხრობს.

ფერმწერი და გრაფიკოსი ბექა ბოლქვაძე არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორია, თუმცა ქანდაკების მიმართულებით მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო და როგორც ამბობს, აღმოჩნდა, რომ აქამდე შექმნილი ნამუშევრები იყო ქანდაკების ერთგვარი ესკიზები, რომელთა ინსპირაციაც ყოველდღიური ცხოვრებისეული ემოციებია:

– იმდენი დადებითი ემოცია მივიღე გამოფენაზე მოსული ადამიანებისგან, მართლა არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება. მგონია, სამი წლის განმავლობაში მუშაობისას, რითაც ვივსებოდი ემოციურად, მისგან დღეს გავთავისუფლდი. შეგრძნება მაქვს, რომ სათქმელის გამოხატვის ერთი ეტაპი დასრულდა და მზად ვარ, გადავეშვა ახალი ემოციებისკენ. ეს პროცესი თითქოს წრეზე სიარულს ჰგავს, ოღონდ ისეთ წრეზე, დასასრული რომ არ უჩანს. ამ სკულპტურებში სიყვარულია, ქალისა და მამაკაცის ერთობაა, ცალ-ცალკე ყოფნის სევდაცაა, პლასტიკაა, ფორმაა, ყველა განცდაა, რომელსაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა წარმოშობს. ყოველთვის ძიების და ახლის პოვნის, მიგნების პროცესში ვარ. მოგზაურობა, ხატვა, ქარი, წვიმა, მზე, დაცემა, ადგომა ემოციების მთელი ჯაჭვია, რაც გროვდება ჩემში და ვცდილობ, ამ ყველაფერს ხელი არ გავუშვა. სწორედ ამ ემოციებმა გამოძერწეს ქანდაკებები, რომლებიც დღეს ხელოვნების მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში წარმოვადგინე. ყველა ხელოვანს სურს, სწორად მიიტანოს ადამიანებამდე სათქმელი და თუ ამას ახერხებს, ესე იგი მზად არის ახალი თავგადასავლებისთვის, ახალი მიგნებებისთვის, – გვითხრა ბექა ბოლქვაძემ.

– მე ამ გამოფენას დავარქვი: ,,იქ, სადაც ცხოვრობდნენ ადამი და ევა სამოთხიდან განდევნამდე”,- გვითხრა ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ მასზე მოულოდნელი და შთამბეჭდავი ეფექტი მოახდინა ბექა ბოლქვაძის სკულპტურების სამუზეუმო სივრცეში გადმოტანამ.

– ჩვენ ვნახეთ ქალისა და მამაკაცის საიდუმლოს ეზოთერული აღქმა ხელოვანისა. თუ რამ სიტყვებს იტყვი ხელოვნების მიმართ, არამარტივს, ყველაფერი ამ გამოფენას, ამ შემოქმედებას ეხება. ეს უკვე კოსმოსია, რაღაც სხვა განზომილებაა, – აღნიშნა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძემ. მისივე თქმით, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რომ ბექა ბოლქვაძის სკულპტურული კომპოზიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გალერეებში გამოიფინოს.

აჭარის ხელოვნების მუზეუმში ბექა ბოლქვაძის გამოფენა 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

სულ ნანახია
სულ ნანახია
626
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← საერთაშორისო კონფერენცია რეპრესირებულთა საკითხებზე დასრულდა
  • აშშ ისრაელს სამხედრო დახმარებას უგზავნის →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"