„ვარდისფერი ოქტომბერი” – როგორ მიმდინარეობს სკრინინგი
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე კლინიკა „მედფემში“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში სკრინინგის მიმდინარეობას დაესწრნენ.
კამპანიის ფარგლებში უფასო სკრინინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებმა ჩაიტარეს. ისარგებლეს გინეკოლოგის და მამოლოგის კონსულტაციით, ჩაიტარეს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები.
კლინიკა „მედფემში“ სკრინინგი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და შშმ ქალთა ალიანსის თანაორგანიზებით ჩატარდა. ოქტომბრის თვის განმავლობაში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, პედაგოგების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული პირების სკრინინგში ჩართვის ხელშეწყობა.
გახსოვდეთ! – ყოველ მერვე ქალს აქვს ძუძუს კიბოს რისკი – ადრეული დიაგნოსტიკა 50%-ით ზრდის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. 40 წლიდან ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს მამოგრაფიული კვლევა.