„მაკდონალდს საქართველომ“ ბათუმში მესამე რესტორანი გახსნა
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
ბათუმში „მაკდონალდს საქართველოს“ რიგით მესამე რესტორანი „გრანდ მოლში“ გაიხსნა რომელიც 6 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს. ოფიციალურ გახსნაზე სტუმრად მისულ ყველა ბავშვს საჩუქრად გადაეცა საჰაერო ბუშტი, რესტორნის დიასახლისებმა პატარებს, სურვილისამებრ, სახე ბრჭყვიალა და ფერადი საღებავებით მოუხატეს.
ბათუმში მდებარე ახალი რესტორანი მომხმარებელს ყოველდღიურად10:00 საათიდან 22:00 საათამდე მოემსახურება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს თვითმომსახურების სენსორული ეკრანით.
აღსანიშნავია, რომ ,,გრანდ მოლში’’ მდებარე ,,მაკდონალდსი’’ რიგით 22-ე რესტორანია საქართველოს მასშტაბით. ახალ პროექტში კომპანიამ 4,3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 50-მდე ადამიანი დაასაქმა.
„გრანდ მოლი“ დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელშიც წარმოდგენილია 100-ზე მეტი ბრენდული მაღაზია, კინოთეატრი, ფიტნეს კლუბი, ბავშვთა გასართობი და ბოულინგ ცენტრები.