,,ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა
ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს.ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა და 2 300 დაიჭრა.
ისრაელის არმია რამდენიმე ადგილზე გამაგრებული შეიარაღებული დაჯგუფებების განეიტრალებას კვლავ ცდილობს, ღაზის სექტორი კი საავიაციო დარტყმების სამიზნეა.
გავრცელებულ შეტყობინებაში ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ავის ტერორისტულ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე ოპერაცია ,,ალ-აკსას“ ( წარღვნა) უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს, გამთენიისას განხორციელდა, რაზეც პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
მედიის ცნობით, მოსალოდნელია, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

