ამბები
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი – საქართველოში
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი – ვიქტორ ორბანი ეწვია.
მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში ვიზიტის შესახებ 6 ოქტომბერს ესპანეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განუცხადა მედიას.
სულ ნანახია
211
დღეს ნანახია
1