ამბები
ისრაელიდან საქართველოში ორი ავიარეისი შესრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, გვიან ღამით ისრაელიდან ორი ავიარეისი შესრულდა. მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იყო.
მათი ინფორმაციით, ისრაელში დაძაბული ვითარებაა. როგორც მოქალაქეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისრაელში ისმის სროლის ხმები, დაფიქსირდა საცხოვრებელ სახლებში შეჭრის შემთხვევებიც.
შეგახსენებთ, ისრაელში საომარი მოქმედებები 7 ოქტომბერს დაიწყო და მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ,,ჰამასმა“ აიღო.
სულ ნანახია
135
დღეს ნანახია
1