ოქტომბრიდან სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით იზრდება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი 10 %-ით იზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გაზრდილ ხელფასს 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფო დახმარების ექიმის ხელფასი თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის – 2536 ლარი, პარამედიკოსის – 2184,, მოტომედიკოსის – 2184, უმცროსი ექიმის – 1800, ექთნის- 1664, მძღოლის – 1520, დისპეტჩერის – 1392, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის – 1648, ცვლის უფროსის – 2560, ცვლის უფროსის მოადგილის – 2128, ოპერატორის -1024 .
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10 %-ით, ისევ გაიზრდება.
ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.