ამბები
პარლამენტში დღეს წლიურ ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს
პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ. კანონმდებლებს წლიურ ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგენს. საუბარი, ძირითადად, ქვეყანაში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, ასევე იმ ნაბიჯებს შეეხება, რომლებიც 2022 წელს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გადადგა. მოსმენის დასრულების შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილი დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.
სულ ნანახია
228
დღეს ნანახია
1