„ვარდისფერი ოქტომბერი“ – აქცია შუახევში
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა. აჭარა წელსაც შეუერთდა კამპანიას – „ვარდისფერი ოქტომბერი“, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები ქალბატონების სკრინინგში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით. ყოველ მერვე ქალს აქვს ძუძუს კიბოს რისკი, ადრეული დიაგნოსტიკა კი 50 პროცენტით ზრდის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. ქვეყანის მასშტაბით ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა.
აჭარის მთავრობის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრების, მუნიციპალიტეტების მერიებისა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციების მხარდაჭერით წამოწყებულ აქციას შუახევის ქალთა ორგანიზაციაც შეუერთდა მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ფატი ჭაღალიძის თაოსნობით. მან სკრინინგში ჩართო პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და მთლიანად შუახევში მცხოვრები ქალები. შედეგად, შუახევიდან სკრინინგი 120-მდე ქალმა გაიარა.
შუახევში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის წევრ ქალთა ინიციატივით, ამ კამპანიისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა.

