ჩვენ ერთად არ დავუშვებთ, სიძულვილმა გაანადგუროს თავისუფლება და არ მივცემთ უფლებას ტერორისტებს, გაანადგურონ დემოკრატია – ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის სატელევიზიო მიმართვას გამოეხმაურა: „ მადლობელი ვარ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისი ძლიერი მიმართვისთვის. ჩვენ ერთად არ დავუშვებთ, სიძულვილმა გაანადგუროს თავისუფლება და არ მივცემთ უფლებას ტერორისტებს, გაანადგურონ დემოკრატია. უკრაინა მადლიერია აშშ-ის მიმართ მისი მხარდაჭერისა და ურყევი რწმენისთვის, რომ ჰუმანიზმმა, თავისუფლებამ, დამოუკიდებლობამ და წესებზე დამყარებულმა საერთაშორისო წესრიგმა ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს. ჩვენი საერთო მიზანია, დავიცვათ ჩვენი ერების თავისუფალი ცხოვრების წესი. მსოფლიოს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც უპირისპირდებიან აგრესიას და ტერორიზმს საერთო თავისუფლების შესანარჩუნებლად, აშშ-ის ლიდერობის იმედი აქვთ. შეერთებულ შტატებში უკრაინის მიმართ ურყევი ორპარტიული მხარდაჭერა წარმოუდგენლად გამამხნევებელია ყველა ჩვენი მეომრისა და მთელი ჩვენი ერისთვის. ამერიკის ინვესტიცია უკრაინის თავდაცვაში უზრუნველყოფს გრძელვადიან უსაფრთხოებას მთელი ევროპისა და მსოფლიოსათვის“.