შაბათი, მაისი 24, 2025
სიახლე:
  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ზურაბ ჯაფარიძეს მხნეობას უსურვებს
  • სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე: სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით
  • ლევან სანიკიძე: ვინც გირაოს იხდის არ ვამტყუნებ, მაგრამ ვინც გირაოს არ იხდის, ვუფასებ გაბედულ ნაბიჯს
  • წელს – მესამედ
  • პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

ახალგაზრდების ყველა საჭიროებას გაითვალისწინებენ

ოქტომბერი 23, 2023ოქტომბერი 23, 2023

მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბების გაძლიერება – ამ საკითხებზე იმსჯელეს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში მუნიციპალური ფორუმის ფარგლებში „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ პანელურ შეხვედრაზე. აჭარის ექვსივე მუნიcიპალიტეტიდან 50-მდე ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განეხილა ეფექტური დიალოგის პლატფორმები და საკომუნიკაციო არხები, ასევე, წარედგინათ მათ მიერ შემუშავებული პროექტები და ემსჯელათ არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე.
– მისასალმებელია, რომ ძალიან აქტიურად მიდის დიალოგი ახალგაზრდებთან, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებთან. დღეს, ფორუმის ფარგლებში, არაერთი საინტერესო კითხვა დაისვა და, რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც აჭარის მთავრობა, ასევე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მათ მიერ წამოჭრილ ყველა საკითხს ძალიან დიდი ყურადღებით მივუდგებით. ახალგაზრდების ყველა საჭიროებას გავითვალისწინებთ შემდგომი წლისთვის, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა.
მუნიციპალური ფორუმის მონაწილე ახალგაზრდა თიკა ტაკიძემ მადლობა გადაუხადა „ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს“ შესაძლებლობისთვის, დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე და ხაზი გაუსვან ახალგაზრდების ხმის მნიშვნელობას როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

– მუნიციპალური ფორუმის ფარგლებში ჩაგვიტარდა ტრენინგი, მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია, როგორ დავწეროთ პროექტები, რა ნიუანსები გავითვალისწინოთ და ასე შემდეგ. ჩვენთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა თემაზე დავწერეთ პროექტები. აღნიშნულმა ფორუმმა მომცა ძალიან დიდი შესაძლებლობა და გამოცდილება, მომავალში განვახორციელო ჩემი იდეები. ფორუმმა როგორც ჩემთვის, ასევე მასში ჩართული თითოეული ახალგაზრდისთვის ძალიან პროდუქტიულად და ნაყოფიერად ჩაიარა. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა გამოგვიცხადეს სრული მხარდაჭერა, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, – გვითხრა მუნიციპალური ფორუმის მონაწილე თიკა ტაკიძემ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
292
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← მისი სოფლის სახლი ამბავია, რომლის მოყოლაც ქვიშა-ცემენტით დაიწყო და . . .
  • ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას ყოველდღე სჭირდება შედეგი →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"