ამბები
პრეზიდენტი ელჩებს ხვდება
პოლიტიკოსების და არასამთავრობოების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ხვდება.
სალომე ზურაბიშვილთან სასახლეში ამ წუთებში იმყოფებიან საფრანგეთის, პოლონეთის, ბულგარეთის ელჩები სხვა ქვეყნის ელჩებთან ერთად.
მას შემდეგ, რაც იმპიჩმენტი ვერ შედგა, ეს არის სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან პირველი შეხვედრა. როგორც ცნობილია, შეხვედრები გაგრძელდება ხვალაც. დასრულების შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს და ისაუბრებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

სულ ნანახია
224

დღეს ნანახია
1